Monday, April 12, 2010

NEW BMW X5/M AND X6/M


BMW-მ X5 და X6-ს M-ვერსია წარმოადგინა
ლამის წელიწადნახევარი BMW-ს ფანები X5 და X6 - ყველგანმავლების „დამუხტულ" ვერსიებს უცდიდა და აი, აღსრულდა. ავტომობილების ოფიციალური პრემიერა ხვალ, ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტო-სალონის გახსნისას შედგება.  ომპანია, სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ვერ მოითმინა და ყველგანმავლების ყველა „საიდუმლო" პრემიერამდე 2 დღით ადრე გასცა. პრინციპში, BMW X5 M-ს ტესტირების პირველი ვიდეო-რგოლი ნიურგურგში ჯერ კიდევ შარშან აჩვენეს. 3 კვირის წინ კი უკვე დასრულებული X5 M და X6 M - სპორტული ვერსიების ვიდეო დაიდო.

სპორტულ ყველგანმავლებს - BMW X5 M და X6 M - ახალი ბიტურბორებული 8-ცილინდრიანი ძრავი უყენიათ 4.4 ლ მოცულობით, რომელთა მოთვინიერებაც 6-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფ M Sports Automatic-ს მოუწევს. ტურბონებში წნევა 1.5 ბარამდე გაიზარდა. აგრეგატის სიმძლავრე 555 ცხ.ძ გახლავთ. ბრუნვის მაქსიამლური მომენტი კი 680 ნმ 1500-5650 ბრუნის დიაპაზონში. ორივე ავტომობილი 4.7 წმ-ში კრეფს 100 კმ/სთ სიჩქარეს. მაქსიმალური კი 250 კმ/სთ-ს ტოლია.



სპორტულ ვერსიაში საწვავის დანახარჯი 100 კმ-ზე 13.9 ლ-ს ტოლია კომბინირებული ციკლისას. CO2-გამონაბოლქვის დონე კი 325 გ/კმ-ს შეადგენს. X5 M და X6 M-მ კიდევ უფრო დიდი ჰაერშემკრები მიიღო. ასევე, რადიატორის ბადე, გამონაბოლქვის ორმაგი მილი და 20-დიუმიანი დისკები 275/40 R 20 (წინ) და 315/35 R 20 (უკან) - პროპორციის რეზინებით. მას გარდა, „დამუხტული" ყველგანმავლები სტაბილიზაციის სისტემითაცაა აღჭურვილი. ასევე, ABS, კრუიზ-კონტროლი, აღმართსა და დაღმართში დახმარების სისტემა, წვიმის სენსორი, უკანა ხედვის კამერა და ქსენონის ადაპტირებადი ფარები. 

განახლებული ავტომობილების ფასი და გამშვების პერიოდები მოგვიანებით გახდება ცნობილი.  G.T

No comments: