Sunday, April 11, 2010

NEW BMW X5


ახალი BMW X5-ი გაიზარდა და უამრავი სუპერ-თანამედროვე დეტალი შეიძინა. ხომ არ “გააუფერულა” ამ ყველაფერმა ავტომობილის ეშხი?




წინა BMW X5-ი ჭეშმარიტად “უცნაური” ავტომობილი იყო. მაღალი და სრული ამძრავი, მაგრამ ცუდი გამავლობით. დიდი, მაგრამ თავისი კლასისათვის არც ისე უბრალო და პრაქტიკული. არც კომფორტით ათამამებდა მასში მჯდომებს. “პადვეკსა” მყარი ჰქონდა. ერთი სიტყვით, გასაოცარი მოდელი გახლდათ.
მარკეტოლოგები ამას ვერასოდეს გაიგებენ. BMW-ე მაინც SUV (ბავარიელებმა მას დაარქვეს SAV — Sport Activity Vehicle) გახდა, მაგრამ ავტორებმა იგი მათ უნიკალურ მანერაში შექმნეს - უკომპრომისოდ. ბავარიელების იდეალები ბავშვებისთვისაც კი ცნობილია - დრაივი, დინამიკა და საუკეთესო მართვადობა. მათ ეს ყველაფერი შეასრულეს. მეტსაც გეტყვით - ინჟინრებმა ყველა გააცურეს და უნივერსალი ყველგანმავლის ტყავში შეაპარეს. რაც შეეხება სალონის ზომებს, გამავლობას და “პადვესკის” სირბილეს - ეს მეათეხარისხოვანი საკითხია. მთავარია, კარგად დადიოდეს! სწორედ ამ ნიშნით ირჩევენ BMW-ს. 
ახალი X5-ის მაკეტი კრის ბენგლის (Chris Bangle) მიერ შეიქმნა, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ახალმა სტილმა იგი გააფუჭა.

მარკეტინგის სპეციალისტები ფარ-ხმალს არ ყრიან. მათ მაინც აიძულეს ავტორები BMW X5-ს ახალი თაობაში ეს არავისთვის საჭირო, მაგრამ, როგორც ჩანს სასიციცხლო მნიშვნელობის III რიგის სავარძლები ჩაემატებინათ (რის გამოც, ავტომობილი 19 სანტიმეტრით გრძელი გახდა). საბედნიეროდ, ჩვენს მიერ გამოსაცდელ მოდელში იგი არ გახლდათ და ძალიანაც კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ოთხად მოკაკვულს მომიწევდა ამ ადგილების გასინჯვა, რათა შემდეგ სუფთა სინდისით მეთქვა, რომ იქ მოთავსება შეუძლებელია. ხოდა, ძალიანაც კარგი, რომ არ მომიწია.


X5-ი 2245 კგ. იწონის - ამასთან, მისი “კაპოტი” ალუმინისგანაა შექმნილი, ხოლო გვერდები - პლასტიკატისაგან. სამაგიეროდ, ავტომობილი კორპუსის უმაღლესი სიმტკიცით გამოირჩევა.




ბარემ ყველა იმ უინტერესო დეტალებზეც მოგიყვებით, რასაც ავტომობილში აქვს ადგილი. ადგილი მანქანაში ბევრია, გემრიელად მოკალათდებით, საბარგულიც მშვენიერია. კიდევ? რა თქმა უნდა, მოდიფიცირებული ინტერფეისი iDrive-ი ძველებურად მოუწესრიგებელია, შიდა სათავსო (ბარდაჩოკი) გაიზარდა. გავაგრძელოთ!
საოცარი საქმეა - ძრავი შთამბეჭდავი სულაც არ არის. ზუსტადაც, 355-ძლიერი 4.8 ლ-ნი აგრეგატი - ნამდვილად მეტს მოველოდი. მართალია, ამ ძრავით X5-ი მშვენივრად იკრებს სიჩქარეს, მაგრამ მოლოდინს ვერ ამართლებს. კიდევ კარგი “ავტომატი” მაინც რომ მუშაობს წესიერად - წინა X5-თან შედარებით იგი 2-ჯერ უფრო სწრაფად ცვლის საფეხურებს. განსაკუთრებით კარგად, იგი სპორტულ რეჟიმში მუშაობს, როდესაც ეს ინტერვალი მინიმუმამდეა დაყვანილი. საერთო ჯამში, წევის ნაკლებობა არცერთ რეჟიმში არ იგრძნობა, მაგრამ მისი შემკობა სიტყვებით “თავბრუდამხვევი”, “საუკეთესო”, “გამორჩეული” და მისთანანით - აშკარა თავის მოტყუება იქნებოდა.  BMW X5-ი თავისი უზარმაზარი საბურავებით და სპორტული პადვესკით - ასფალტის ავტომობილია. სასურველია - სწორი და მშრალი.

სანავიგაციო სისტემა - სრული მარაზმია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია რომ იგი არის და მარშუტის მონაცემები შუშაზე გამოდის, მაგრამ უკვე დავიღალე კითხვით, თუ როგორ მირჩევს იგი ცალმხრივ გზაზე საპირისპირო მიმართულებით სიარულს და მარცხნივ მოხვევას მეორე ზოლიდან. არა, გმადლობთ, მე უკეთ გავერკვევი როგორ ჯობია წასვლა.


ორმალური პირობების შემთხვევაში xDrive-ელექტრონიკა მომენტს წინა და უკანა ღერძებზე 40/60 შეფარდებით ანაწილებს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მთელი მაჩვენებელი რომელიმე მათგანზე გადაიგზავნოს.


სხვა საკითხებში - მხოლოდ კარგი ამბებია. წინა შემთხვევის მსგავსად, კროსოვერის დაპროექტების ამოცანის მიღების შემდეგ, ინჟინერებმა შექმნეს BMW-ე, რომელიც მოსწონთ არა მხოლოდ ფოკუს-ჯგუფებს და საშუალო-სტატისტიკურ მომხმარებლებს, არამედ თავადაც. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ავტომობილი საუკეთესო ფორმაშია და გადასარევად დადის V8-თ აღჭურვილი ყველაზე მძლავრი ვერსიის გარჩევა “ექვსიანისაგან” არც ისე იოლია.

უზარმაზარი საბურავები წინ - 275/40 R20 და უკან - 315/35 R20 - მონაცემებით, გზიდან გადახვევის სურვილს სრულიად მოგიკლავთ. სამაგიეროდ, საოცრებებს გთავაზობთ მოსახვევებში. ნებისმიერი ვირაჟის შესრულება მხოლოდ კმაყოფილებას იწვევს და არანაირ დაძაბულობას. მაინც სად გადის ზღვარი მის შესაძლებლობებში, არის რომ საერთოდ? სამწუხაროდ არის, მაგრამ იმდენად შორს, რომ ვერც იგრძნობთ. ავტომობილის მომენტალური რეაქცია თქვენს ნამოქმედარზე და საოცარი სურეალიზმი. აი, ამას გთავაზობთ ახალი BMW X5-ი.


უზარმაზარი 20-დიუმიანი საბურავი - ოპციაა. სოფელში ამით ვერ გაისეირნებთ, მაგრამ ნამდვილად ძალიან ეფექტუირად გამოიყურება.


ყველაფერს თავისი ფასი აქვს. დაბალი პროფილის რეზინები - RunOnFlat ძალიან მყარია, პადვესკის შესაფერისად. დაბალი პროფილი ნიშნავს, რომ რალი-რეიდები ცუდ გზებზე გადაიდო. თანაც, “პადვესკის” ენერგიის მოცულობაც არ გამოირჩევა საუკეთესო მაჩვენებლით, უსწორ-მასწორობებზე კი ავტომობილი ცოტათი კურსსაც შორდება. X5-ს ბარიერები ძველებურად არ უყვარს და ყოველი მათგანის გავლის შემდეგ საჭე ხელიდან ხან მარჯვნივ გიცურდებათ და ხან მარჯვნივ. ერთი სიტყვით ყოველი მათგანი სერიოზულად იგრძნობა. თქვენ ეს არ მოგწონთ? მაშინ დაივიწყეთ BMW-ს მარკა სამუდამოდ, იგი თქვენთვის არ არის შექმნილი და არც თქნევ ხართ - მისთვის. აი, ჩემთვის - ყველაფერი ეს მხოლოდ ღირსებების გაგრძელებაა. არა, მეგობრებო, საჭე კი არ გიცურდებათ ხელიდან, არამედ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გაწვდით გზის მდგომარეობის შესახებ. ამას გარდა, მის გაკონტროლებას შეძლებს ნებისმიერი ადამიანი. ტრასაზე ჩქაროსნული მგზავრობისას კი ეს ყველფერი ორთქლდება. მთავარია - დრაივი უპირველეს ყოვლისა.  ავარიელებს თუ დავუჯერებთ, 4.8 ლ-ნი ძრავი X5 -ს “100-მდე” 6.5 წმ-ში აჩქარებს. მაგრამ რეალობაში დინამიკა ასეთი შთამბეჭდავი არ არის.


ეს ყველაფერი ძველ X5-შიც იყო. მთავარი სიახლე ახალ თაობაში - ბევრად გაუმჯობესებული ინტერიერია. წინა პანელი - ბავარიული მოდის უკანასკნელ ნოტებზეა აგებული. გაწყობის ხარისხში ვერავინ ვერაფერს დაიწუნებს - რბილი პლასტიკატი წარმოდგენილია კარების სათავსოებზეც კი, ხოლო რაც მყარია - შეხებისას სასიამოვნო ჟრუანტელს იწვევს. მართვის ყველა ორგანო წინანდებურად ხელთან ახლოსაა, მათი მართვა კი მხოლოდ სიამოვნების წყარო. რბილი და “ფუმფულა” საჭე - პირდაპირ ითხოვს შეხებას. ეშმაკური ჯოისტიკი, რომელიც გადაცემათა კოლოფის სამართავადაა წარმოდგენილი - პირდაპირ ხელოვნების ნიმუშია. მოწყობილობები... როდესმე მჯდარხართ თვითმფრინავის სამართავს ოთახში? აი იქ არის “მოწყობილობები” და მეორე BMW X5-ში. უცნაურად შეხუჭუჭებული, ამოუცნობი ფორმის და დანიშნულების დეტალები იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, რომ შეხებაც აღარ გინდებათ. საჭიროა სწორედ BMW-ში წარმოდგენილი ნორმალური, ლაკონური მოწყობილობები. “იქს 5-ის” საჭესთან ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი ქალბატონი გვხვდება. რა ხდება? დავემშვიდობოთ “კრიმინალურ” იმიჯს?


ბოლოს და ბოლოს, ყევლაფერი ამის შესაქმნელად მილიონობით ევრო და ასობით ინჟინერების მრავალი წლის შრომა დაიხარჯა. ამიტომ, წესით და რიგით, ყველაფერმა უნდა გაამართლოს. ამას გარდა, BMW X5-ს მთავარი ღირსება ამ კომპიუტერულ დეტალებში ხომ არ არის. არამედ “მექანიკური” ინჟინირინგის და ერგონომიკის უმაღლეს დონეში. BMW-ს ეშხსაც ხომ სწორედ ეს მაჩვენებლები ქმნიან. სწორედ ეს დატოვეს უცვლელი მარკეტოლოგებმა.   G.T

No comments: