Sunday, April 11, 2010

NEW BMW X1 YELLOW


მომახალი XI-ს უახლოესი კონკურენტი იქნება — Mini Crossman, რომელიც სერიაში 2010 წელს წავა. დაახლოებით იმავე პერიოდში დაასრულებს Audi -ი თავის Q3-ზე მუშაობას.

გაძეხით კრის ბენგლის რადიკალიზმით? მაშინ რეაქციონერი ადრიან ვან ჰოიდონკი მიიღეთ! მისი ახალი „შვიდიანი“, როგორც ჩანს პროგრამული განაცხადია — როგორც ჩანს, ასეთივე იქნება აწი BMW-ს ყველა ავტომობილი. ყოველ შემთხვევაში, BMW X1-კონცეპტქარის გარეგნობაში „შვიდიანი“ მაშინათვე ამოიკითხება.
ასეთი პროპორციებით — მაღალი კლირენსითა და დაბალი სახით — არც ისეთი კარგი გამოდის. ფარები პლასტიკური „წარბებით“, გამოშვერილი „ცხვირი“... კონცეპტი კარგად მხოლოდ პროექციულ რაკურსებში გამოიყურება. ანფასი, პროფილში...

ადრე ვამბობდით, რომ BMW-ს დიზაინერს სახე აქვს. კარგია თუ ცუდი იგი — სულ ერთია. დღეს, როგორც ჩანს, მხოლოდ უკანალი დარჩა.

ამას გარდა, სრულიად სხვა მოლოდინის მიუხედავად, ავტომობილი დიდი გაბარიტების გამოვიდა. „ერთნიანს“ ველოდით და ლამის „სამიანი“ მივიღეთ! კონცეპტ-ქარის სიგრძეა — 4457 მმ, საბურავების ბაზა მესამე სერიის ანალოგიურია — 2760 მმ. პროფილზე დაკვირვებისას შტრიხები ახლანდელ X3-კროსოვერთან ნათესაურ კავშირს უსვამს ხაზს. თუმცა XI-ი მაინც ცოტათი უფრო პატარაა.

საინტერესოა, რომ დიდი ავტომობილი — სრულიადან არ ნიშნავს დიდ მოვლენებს. ადრე ნებისმიერი ახალი BMW-ს გამოჩენა, მითუმეტეს ახალ სეგმენტში, ყოველთვის სენსაცია ხდებოდა. ისევე როგორც, ყოველი მათგანის დიზაინი გამოწვევა იყო. იგი შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო ან წარუმატებელი, მაგრამ მაინც თამამი და თავდაჯერებული განცხადება გახლდათ მტელს მსოფლიოში. აი, XI კი რაღაც უსახური გამოვიდა. მას იყიდიან, როგორ არა, მაგრამ მასზე არასოდეს ისაუბრებენ. 



G.T

No comments: