Monday, April 12, 2010

BMW X5/M G-POWER TUNING

ერცერთი ტიუნინგ-ატელიე ვერ მისცემდა თავს უფლებას დაემუშავებინა ავტომობილი და მისი ნახელავი გადასაკეთებელ ობიექტზე ნაკლებად მძლავრი გამოსულიყო. თუმცა სწორედ ეს დაემართა კომპანიას - G-Power. 
ამა წლის მარტში მოსახლეობამ იხილა BMW G-Power X5 Typhoon, რომლის სიმძლავრეც 525 ცხ.ძ იყო. ცოტათი მოგვიანებით კი BMW-მ თავად გამოუშვა X5-ს მოდიფიკაცია М-ი, რომლის სიმძლავრეც 555 „ბედაური" იყო. უნდა ვაღიაროთ, საშინელი დარტყმა მიიღო ცნობილმა ატელიემ.  ასე იხილა დღის სინათლე G-Power X5 Typhoon RS-მ. დატიუნინგებული კროსოვერი მშვენიერი გამოვიდა. ძალური აგრეგატი სრულად განაახლეს. დამუშავდა გამომშვები და გაგრილების სისტემაც.

ყველა სიახლის შედეგად ავტომობილის სიმძლავრე 625 „ბედაურს" შეადგენს. ბრუნვის მაქსიმალური მომენტი კი 700 ნმ-ს. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე გახლავთ 285 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-ს განსავითარებლად მას 4.5 წმ სჭირდება. ახალი ნამუშევრის გარეგნობის შეფასება სურათებითაც შეიძლება. ჩვენ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ სალონში ახალი სპიდომეტრი და სპორტული საჭეა წარმოდგენილი.  G.T

No comments: