Monday, April 12, 2010

BMW ALPINA B3/S BITURBO


ერმანულმა ტუნინგ ატელიე Alpina-მ, რომელიც BMW-ს ფირმის ავტომანქანებს ატუნინგებს, სულ ახლახანს გახსნილ ჟენევის ავტო სალონზე წარმოადგინა მოდელი B3 S Biturbo. ახალი ავტომობილი ბაზირებულია კონცეპტზე B3 Biturbo, რომელიც ასევე ჟენევაში გახლდათ წარმოდგენილი 3 წლის წინ და რომელიც თავად BMW 3-ზე იყო ბაზირებული.   ALPINA-ში აცხადებენ რომ, ავტომობილი გამოვიდა მძლავრი და ამავდროულად ეკონომიური ვიდრე მისი რომელიმე სხვა წინაპარი. აგრეთვე შემცირდა ატმოსფეროში გამოტყორცნილი CO2-ის დონეც. როგორც თვითონ ატელიე აცხადებს, ავტომობილი საუკეთესო დინამიკის მატარებელია და მასში კომფორტი უმაღლეს დონეზეა აყვანილი და პროექტი გათვლილია ფართო საზოგადოებაზე.

BMW Alpina B3 S Biturbo შესაძლებელია როგორც სედანის, ისე კუპუს, კაბრიოლეტისა და უნივერსალის სახითაც კი. აქედან კაბრიოლეტი აღიჭურვება როგორც უკანა, ისე სრული ამძრავითაც სურვილის შემთხვევაში. ყველა ვერსიას 3 ლიტრიანი, 395 ცხენის ძალიანი ძრავი ექნება, რომელიც ამავდროულად 540 ნანომეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრის მოსამატებლად, ტიუნერებმა ავტომობილის გაგრილების სისტემა გააძლიერეს, აგრეთვე ჰაერშემკრებებზეც წაიმუშავეს, აგრეთვე ახალი გამოსაბოლქვი სისტემაც დააყენეს. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ავტომობილმა შეძლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.7 წამში, ხოლო მაქსიმალური 300 კმ/სთ-ით განისაზღვრება, რომელიც ელექტრულად არის შეზღუდული. ავტომობილს 100 კილომეტრზე - 10 ლიტრი ბენზინი სჭირდება, საკმაოდ ეკონომიურია, არა??? 


B3 S Biturbo-ს ყველა ვარიანტი მიიღებს სპორტულ დაკიდებას, 19 დუიმიან მსუბუქი შენადნობის დისკებს, Michelin-ის საბურავებით: 245/40 ZR18 (წინ) და 265/40 ZR18 (უკან), აგრეთვე სპოილერს, სპორტულ საჭეს, მაღალი ხარისხის ტყავის სალონს და ექსკლუზიურ სამართავ დაფას "Alpina". სამწუხაროდ ჯერ არ იუწყებიან როდის გამოვა ბაზარზე ავტომობილი და რა ეღირება. მანამდე კი შეგვიძლია მხოლოდ სურათებით დავტკბეთ :).   G.T

No comments: