Monday, April 12, 2010

NEW BMW X3


შემდეგი წლის მეორე ნახევარსი კომანია BMW წარმოადგენს კროსოვერი X3-ის სრულიად ახალ თაობას. თუ როგორი იქნება ახალი მოდელი გარეგნულად, ჯერჯერობით არავისთვისაა ცნობილი. სურათზე ნაჩვენებია მხოლოდ ნახატი, თუმცა, ჟურნალისტები Motorauthority-დან გვარწმუნებენ, რომ სერიული მანქანა ზუსტად ასეთ იქნება გარეგნულად.

მეორე თაობის X3 ალბათ უფრო მსხვილი იქნება წინამორბედთან შედარებით, მაგრამ გაბარიტების სერიოზულ გაზრდაზე საუბარი არ მიდის. ხოლო სალონის უკეთესად კეთილმოწყობაზე უკვე აკეთებენ აქცენტებს. BMW-ს ხომ სჭირდება საკუთარ პოტენციურ მომხმარებლებს უჩვენოს რომ მათი ავტომობილი უკეთესი იქნება ვიდრე Audi Q5 ან Mercedes-Benz GLK (არადა როდესაც Х3 ბაზარზე გამოდიოდა, მას ფაქტიურად არ ჰყავდა კონკურენტები საკუთარ კლასში).
ამას გარდა BMW X3 მიიღებს ყველა შესაძლო "დამატებებს". ელექტრო ამძრავი და კლიმატ-კონტროლს დიდი ხანია გასცდა საუბარი. ეს უკვე დიდი ხანია საბაზო აღჭურვად ითვლება მოცემულ კლასში. აი რაც შეეხება X3-ში ღამის ჩვენების სისტემას -- ეს გაცილებით საინტერესოა. ამას გარდა X3-მა შეიძლება "ავტომატური პარკირებელი", სავარძლები მასაჟის ფუნქციით და ვენტილაციით და კიდევ სხვა რამეებიც მიიღოს.
ძრავები ძირითადად იგივე იქნება რაც ამჟამადაა. თუმცა ისინი სერიოზულ მოდიფიკაციას დაექვემდებარებიან. მაგალითად, ფორსირებული 3,0 ლიტრიანი დიზელის ძრავს უკვე 286 ცხ.ძ-ის მაგივრად 300 ცხ.ძ-ის გამოყოფა შეეძლება, ხოლო 3,0 ლიტრიანი ბენზინის ძრავის შემცვლელი რომელსაც 272 ცხ.ძ ჰქონდა შეიცვლება ფორსირებული 306 ცხ.ძ-იანით, მაგრამ ამჯერად უკვე ფორსირებულით.  G.T

No comments: