Monday, April 12, 2010

BMW CONCEPT 250TTI

 

რანელი ემილ ბედალი (Emil Baddal) კვლავაც გვახარებს ავტომობილის დიზაინის თავისებური - უცნაური და თანამედროვე ხედვით. მისი წინა ნამუშევრები - Lamborghini, Ferrari და BMW - რომლებიც ჯერ კიდევ 2009 წლის მაისში წარმოადგინეს, ძალიან ორიგინალურები გახლდათ.


ამჯერად, მისი ნამუშევარი რეალობასთან ბევრად უფრო ახლოს დგას. ირანელი დიზაინერის უკანასკნელი ნამუშევარი ამ დროისათვის გახლავთ სპორტული კონცეპტი - BMW 250tti. ავტომობილი ემილისათვის დამახასიათებელ ფუტურისტულ სტილშია შესრულებული, თუმცა საკმაოდ რეალურიც, თუკი რამდენიმე დეტალს არ ჩავთვლით. დიზაინის მხრივ რამდენიმე შესწორების შედეგად 250tti-ს შესაძლოა მომავალი წარმოებაც „ემუქრებოდეს". სავარაუდოდ, სწორედ ამის იმედი აქვს ემილსაც. 

 
G.T

No comments: