Monday, April 12, 2010

BMW M5 LUMMA TUNING WRITE


ერმანულმა ავტო "ტუნინგ" კომპანია Lumma Designe-მ წარმოგვიდგინა მის მიერ გადაწყობილი ახალი M5 E60, რომელიც სულ რამოდენიმე ხნის წინ დაატუნინგა აგრეთვე G-Power-მა.

ახალი "პიცოტკა" თავისი შესაძლებლობებით იწონებს თავს. მისი ძრავი გახდა ორმაგი კომპრესორიანი V10, რომლისგანაც 730 ცხენის ძალა გამოწურეს კომპანიის სპეციალისტებმა და 700 ნანომეტრი. მისი მაქსიმალური სისწრაფე 367 კმ/სთ-მდე შეზღუდეს. 100-მდე სულ რაღაც 4.2 წამი, 200-მდე 10, ხოლო 300-მდე 29.5 წამი დაგვჭირდება ასაჩქარებლად. არაა ცუდი შედეგი არა?:)
ესეთი ძლიერი ძალური აგრეგატი არა მარტო სიახლეა ახალი BMW-ს მეხუთე სერიისთვის, არამედ თავად კომპანიისთვისაც, რადგან მათი მაქსიმუმი 560 ცხენის ძალიანი წინა პროექტის ძრავი იყო.  რაც შეეხება მის გარეგან დიზაინს, აქ ძირითადად კარბონისგან "გამოწრთობილ" ნაწილებს შევხვდებით. კონსტრუქტორებმა კარბონი არც სალონის გაწყობისას დაიშურეს, თუმცა ტყავიც მიახმარეს. შიდა დიზაინი წითელ ფერში გადაწყდა, რაზეც მისი სპეც შეკვეთით დამზადებული და ხელით შეკერილი სპორტული სავარძლები მეტყველებენ და არა მარტო... ავტომობილი საკმაოდ ტევადია, თუმცა მეურნეობაში მაინც არ გამოგვადგება ჯერ:) 







G.T

No comments: