Monday, April 12, 2010

NEW BMW M5 2010


როგორც იქნა ხელში ჩაგვივარდა შპიონერული ფოტოები ახალი BMW M5-ის, რომელმაც როგორც ვარაუდობენ საკმაოდ დიდი კონკურენცია უნდა გაუწიოს Mercedes-Benz E63 AMG. მთავარი სიახლეა რომ M5 პირველად გამოვა ტურბირებული ძრავით.

ძველი V10 ძრავის ადგილას ახალ M5-ში V8 4.4 ლიტრიანი ბიტურბირებული ძრავი გვხვდება, რომელსაც ახალ X5-სა და X6-ში ვხვდებით, თუმცაღა M5-ის ძრავისგან კიდევ დამატებით 20 ცხენის ძალა გამოწურეს და საბოლოოდ 570 ცხ/ძ მიიღეს.   ძრავს ერწყმის 6 საფეხურიანი ორმაგი მოჭიდების სიჩქარეთა გადართვის კოლოფი, თუმცაღა მყიდველს მოთხოვნის შემთხვევაში სიჩქარეთა გადართვის წინა მოდელის კოლოფსად დაუმონტაჟებენ. რა თქმა უნდა შემქმნელებმა ავტომობილის ეკოლოგიურობაზეც იზრუნეს, როგორც ახალი M3, ისე ახალი M5 აღჭურვილ იქნება start/stop-ის სისტემით რომელიც საშუალებას იძლება CO2-ის გამოყოფა შემცირდეს 25 გრამით კილომეტრზე.   იუხედავად M5-ის ეკოლოგიურობისა, არ გეგონოთ რომ იგი მის მფლობელს ადრენალინის გამოყოფაში არ დაეხმარება. 100 კმ/სთ-მდე იგი ჩქარდება 4.5 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-მდეა ელექტრონულად შეზღუდული. რაც შეეხება გარეგან ცვლილებას, შესამჩნევია ახალი წინა ჰაერშემკრებები და 4 მაყუჩი, აგრეთვე უფრო დაბალი "პასადკა". ავტომობილის ოფიციალური პრემიერა პარიჟის ავტო სალონში, ოქტომბერშია დაგეგმილი.   G.T

No comments: