Sunday, April 11, 2010

BMW M1 RED

კონცეპტ-ქარი - ძვირადღირებული რამაა. ასე უბრალოდ მას არავინ ამზადებს. გარდა BMW-სი, რომელმაც კონკურსზე თავბრუდამხვევი M1 Concept-ი წარმოადგინა. ეს არც წინა-სერიული პროტოტიპია და არც მომავლის დიზაინის ექსპერიმენტები. იგი უბრალოდ საჩუქარია, საკუთარი თავისთვის. მერე რა, მიზეზიც აქვთ.

ეს მისი პოსტერები ეკიდა ყოველი მოზარდის ოთახში Lamborghini Countach-ს პლაკატის გვერდზე. ეს მის სურათებზე აწერდა ხელს ენდი უორხოლი. ეს მასზე მხედრდებოდნენ F1-ს უდიადესი “მფრინავები”. ეს არის - BMW M1.

მიზეზი ნამდვილად აქვთ. BMW M1-ს 30 წელი შეუსრულდა. ასე, რომ სულაც არ არის გასაკვირი რომ ბავარიელების ელეგანტურობის კონკურსი Villa d'Este-ი მთლიანად მას მიეძღვნა, მთავარი ექსპონატი პროგრამაში კი გახლდათ - M1 Concept-ს “რიმეიქი”.  M1-ს ისტორია 1976 წელს დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ უცნობმა ბავარიელმა გენიოსმა E26B-პროექტი წამოიწყო. პრინციპში, M1-ზე ერთზე ბევრად მეტი გენიოსი მუშაობდა. თუნდაც დიზაინერები. ჯორჯეტო ჯიუჯარო (Giorgetto Giugiaro) და პოლ ბრასკი (Paul Brask) - ერთმანეთზე უფრო ნიჭიერები გახლდნენ.


E26B-ზე სამუშაოდ მხოლოდ პროფესიონალიზმის მიხედვით შერჩეული კადრი მუშაობდა. M1 -ი პირველი პროექტი გახდა 1972 წლისათვის, რომელიც BMW Motorsport-განყოფილებამ განახორციელა. მანამდე ისინი მხოლოდ ისეთ სპორტულ ავტომობილებზე მუშაობდნენ, როგორებიც იყო: BMW 2002 ან BMW 3.0 CSI - ასე, რომ ყველა დარწმუნებული იყო, ისინი ამას შეძლებდნენ.
 
 

ამჯერად მიზანი ძალიან სერიოზული იყო - მათ ჩვეულებრივი ავტომობილი სარბოლოდ კი არ უნდა გადაეკეთებინათ, არამედ შეექმნათ სრულიად ახალი - საგზაოც და სპორტული ვერსიები. დასახელება უკვე მოდელზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეს: 1 - აღნიშნავდა პირველ დამოუკიდებელ ავტომობილს Motorsport - განყოფილებისთვის (M-ც სწორედ მას უკავშირდება).  როდესაც “ცხ.ძალების და ბრუნვების მბრძანებლები” ძრავზე მუშაობდნენ, მათ ორი იდეა უტრიალებდათ თავში. პირველი - წინა სავარძლებს უკან V10-ი დაეყენებინათ (აბრევიატურით M81). მიღებული - M88 “ექვსიანი” ელექტრონული ქოქვით და მშრალი კრატერით მაზვის სისტემით. 3.5 ლ-ნი ძრავი 277 ცხ.ძ. სიმძავრეს იძლეოდა სამგზავრო ვერსიაში. მიუმატეთ ამას “5-საფეხურიანი” ZF-საგან, თვითბლოკირებადი (40%) დიფფ - და ფანატები სიხარულისაგან აღარ იქნებიან.


M1 -თან რომელი მხრიდანაც არ უნდა მიხვიდეთ - იდეალური სპორტული ავტომობილია, კონკურენტების ხოცვის იარაღი გზაზე. მსუბუქი (1300 კგ), მხოლოდ 1140 მმ. სიმაღლის, დაბალი მასათა ცენტრით, ინერციის მინიმალური მომენტით. წინ და უკან კლასიკური სარბოლო პადვესკები ჯვარედინა A-ტიპის ბერკეტებზე, დისკური მუხრუჭები ყოველ საბურავზე, 100 კმ/სთ-მდე აჩქარება - 5.6 წმ-ში, მაქსიმალური მაჩვენებელი იმ დროის ნებისმიერი გერმანული მანქანისათვის - 264.7 კმ/სთ გახლდათ. 1978 წელზეა საუბარი, შეგახსენებთ. მოსაწყენი რამაა, მაგრამ აუცილებელი - უსაფრთხოება. იგი თავისი დროისათვის მშვენიერი იყო. კომფორტის კუთხითაც ყველაფერი ნორმალურია - კონდიციონერიც გახლდათ, სხვადასხვა ელექტრული დეტალებიც და საჭის მარეგულირებელიც კი.
 
სამაგიეროდ 5 ჯგუფის მოსინჯვა მოხერხდა. მისთვის არ იყო აუცილებელი სერიული ავტომობილების წარმოება და არც ტექნიკური რეგლამენტი გახლდათ ძალიან მკაცრი. თავიდან ატმოსფერული ძრავი 500 ცხ.ძ-მდე მიიყვანეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს რომ ეს მაჩვენებელი ძალზედ მცირე იყო. ამიტომ რამდენიმე ტურბო-კომპრესორი დაამატეს, რამაც სიმძავრე 1000 ცხ.ძ-მდე გაზარდა. აი ეხლა ნორმალურიაო, გადაწყვიტეს BMW -ში! ავტომობილმა უამრავი სპოილერი და ანტიკრილოც შეიძინა. მხეცი - ძალიან რბილი სიტყვაა ამ ავტომობილის მიმართებაში. ამერიკული ჩემპიონატი - IMSA GTO ბოლიდმება - BMW M1 – “წალეკა”: 1981 წლის სეზონზე 10 საუკეთესო მონაწილიდან მხოლოდ ერთი გამოდიოდა სხვა მანქანით. 


ლეგენდა, ოცნება, სრულყოფილება - როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, მაგრამ M1 -ი ნამდვილად რაღაც განსაკუთერბულია. სწორედ იგი გახდა BMW-ს მომდევნო M-ბის წინაპარი, ბოლოსდაბოლოს. ამ კონცეპტის ფონზე საიუბილეოდ შექმნილი მოდელი სულაც არ მოგეჩვენებათ რაღაცა განსაკუთრებულად. ასეთ იუბილეზე, უფრო მოკრძალებული საჩუქრით მისვლა პირდაპირ უხერხულიცაა. G.T

No comments: