Sunday, April 11, 2010

BMW M3 SEDAN


რატომ არის სუპერ-ქარების უმრავლესობა მხოლოდ 2-კარიანი? სიჩქარის მოყვარულებს სივიწროესთან შეგუება უწევთ - არა საბარგული, გამუდმებით წინა სკამის გაწევ-გამოწევა უკან ვიღაცის შესაშვებად... მაგრამ არის გამოსავალი - სპორტული სედანი (უნივერსალი). და ამ კლასის კიდევ ერთი ნათელი წარმომადგენელი ახლახან BMW M - ქვეგანყოფილებიდან გამოვიდა: ფორმულა 1-ს სული 4-კარიან შესრულებაში!  მას მოელოდნენ, მას აკვირდებოდნენ და ნამდვილად ღირდა. მაღალი ბრუნვის V8 – 5-ადგილიან კუპეში? შესანიშნავია, დამიჯერეთ! 2 ბავშვი გყავთ? პრობლემა არ არის, Recaro-ს საბავშვო სკამები შეუკვეთეთ. დაე, ბავშვობიდან მიეჩვიონ სისწრაფეს. არც ცოლი იქნება საოჯახო სედანის წინააღმდეგი: დიდი საბურავებით და გამონაბოლქვის 4 მილით დღეს ვერავის გააკვირვებ. მაგრამ მე მაინც გირჩევდით მეუღლე სპიდომეტრიდან მოშორებით დაგესვათ, მისი მაქსიმალური მაჩვენებელი „330“ - რომ არ დაენახა.




უკანა ფარები, რომელზე პრეტენზიასაც მხოლოდ BMW -ს უზარმაცესი მომხმარებელი თუ არ ამბობდა გამოხატავდა - იგივე დარჩა. დაველოდოთ განახლებას.

პრინციპში, მთელ თავის შესაძლებლობებს M3 Sedan - მომენტალურად ავლენს. 420-ძლიერი ძრავი უსწრაფეს აჩქარებას გთავაზობთ. გაივლის სულ რაღაც 4.9 წმ და თქვენი სიჩქარე ისეთ ნიშნულს მიაღწევს, ქალაქის შეზღუდვის თითქმის 2-ჯერ გადაჭარებისათვის დაგაჯარიმებენ.



საინტერესოა, BMW M3 - ამავე სახელწოდების კუპესთან შედარებით უფრო იაფი ეღირება?


BMW M3 Sedan-ი მოსახვევებსაც არ უშინდება! თუმცა სედანი უფრო მოხერხებული იქნებ. 2 ზედმეტი კარი და ნახშირბადის პლასტიკისაგან დამზადებულ სახურავზე უარი - ავტომობილს 25 კგ ჭარბ წონად დაუჯდა. მაგრამ ნუ წუწუნებთ. 1680 კგ ისეთი მასაა, რომ დიეტოლოგთან ვიზიტზე სერიოზულად დაფიქრდებით - მართალია, მაგრამ ხო მოგწონთ ელექტრული მარეგულირებლიანი სკამები, უმაღლესი ხარისხის აუდიოსისტემის მუსიკის სმენა და თუკი გზა დაგავიწყდებათ, სანავიგაციო სისტემის სასიამოვნო ხმის მინიშნებები. ასე არ არის? ექსტრემის მოყვარულთათვის იქნება M3 CSL.


ჯერ-ჯერობით BMW M3 Sedan-ი მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით აღიჭურვება. მაგრამ სულ მალე გამოჩნდება „რობოტი“M-DCT-ც, რომელიც მხოლოდ 2 მოჭიდებაში უკვე 7 გადაცემას დაარეგულირებს.

წარმოიდგინეთ, M3 -ში - უკანა სკამები იკეცება კიდეც. სურვილის შემთხვევაში ბავშვის კალიასკას ან რაიმე სხვა ნივთსაც გადაიტანთ. ასევე ორგანაიზერი სხვადასხვა ნივთებისათვის. რაც არამარტო ძალიან მოსახერხებელი, არამედ საჭიროცაა. მაშ კიდევ რაღაა საჭირო სრული ბედნიერებისათვის? ალბათ, სრული ამძრავი, რომლის გარეშეც იმ 420 ცხენის ძალას არავითარი მნიშველობა არ ექნება. პირველად BMW -ა თავისი მალული იარაღი - М3-ი სედანის საბარგულით - 1994 წელს გამოაჩინა. გარეგნულად ეს მშვენიერი მანქანა ნამდვილი თავის ტკივილი გახდა მაშინდელი სუპერ-ქარბის მფლობელებისათვის. 286 ცხ.ძ. (შემდეგ 321-ც) – 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 6 წმ-ში ახერხებდა და შემდგომ 250 კმ/სთ-ს აღწევდა. M3 E46 - კი დაუმსახურებლად 4-კარიან მოდიფიკაციას არ დაექვემდებარა.  G.T

No comments: