Monday, April 12, 2010

BMW 7 SERIES JAVSHAN


BMW-მ ოფიციალურად წარმოადგინა ბრონირებული ავტომობილი - BMW 7-Series High Security. მოდელი უსაფრთხოების VR7-დონეს შეესაბამება და ავტომატის და ყუმბარის ცეცხლსაც კი უძლებს. მანქანის ყოველი დეტალი იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან მიბჯენილი, რომ High Security-ი უვნებელი რჩება „აიროვანი" თავდასხმის დროსაც კი. სხვათა შორის, თუ ავტომობილის სენსორები ჰაერში მავნე ნივთიერებებს აღმოაჩენს, უსაფრთხოების სისტემა დახურავს ფანჯრებს, ჩარაზავს კარებს, გადაკეტავს ჰაერის ნაკადს ავტომობილში და ჩართავს ჰაერმწმენდს.  რონირებულ BMW 750Li High Security-ს 8-ცილინდრიანი, 4.4 ლ მოცულობის მქონე ძრავი უყენია. აღნიშნული აგრეგატის სიმძლავრე 407 ცხ.ძ გახლავთ, ბრუნვის მომენტი კი - 650 ნმ. სპიდომეტრის ისარი 100 კმ/სთ-ს 7.9 წმ-ში აღწევს. 


760Li High Security-ვერსიამ 12-ცილინდრიანი ძალური აგრეგატი მიიღო 537 „ბედაურით", რომლებიც 100 კმ/სთ სიჩქარეს უკვე 6.1 წმ-ში იძლევა. მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ გახლავთ. BMW 7-Series-ს „პადვესკა" სერიოზულად დაამუშავეს, რათა ღირსეულად გაეძლო მოდელის გაზრდილი წონისათვის. მისი ყოველი დეტალი ტყვიაგაუმტარი ლითონისგანაა დამზადებული. ავტომობილი რაციითაა აღჭურვილი და ამავდროულად, უსაფრთხოების სისტემის ყოველი დეტალით, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში დროული რეაგირების საშუალებას იძლევა.


როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები გვაცნობებენ, ამჟამად მსოფლიოს ერთადერთ ავტომობილს შეუძლია დაიკვეხნოს თავისი მგზავრის უალტერნატივო დაცვაზე - ეს გახლავთ Cadillac One, რომელიც აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტ, ბარაკ ობამას ეკუთვნის.
G.T

No comments: