Sunday, April 11, 2010

NEW BMW M3 RED

პრინციპში ესაა ყველაფერი. თითქმის ყველაფერი. თავდაპირველად იყო ხმები, შემდეგ შპიონური ფოტოები, ცოტა ხნის წინ კონცეპტი იყო. როგორც იქნა, BMW-მ გაავრცელა M3-ს პირველი ოფიციალური ფოტოგრაფიები. საკულტო ავტომობილი აგრძელებს წარმატებულ სვლას, ამჯერად უკვე ახალ თაობაში.

რა შეიძლება ითქვას? სერიული ვერსია კონცეპტისგან შორს არ წასულა. გარეგნული განსხვავება არის ძალიან მცირე. და ყველა ტექნიკური წვრილმანებიც, რომლებიც ადრე იყო გახმაურებული , იგივეა. BMW M3-ს კაპოტის ქვეში ბინადრობს მხეცურად მყეფარი 4 ლირიანი V8. იგი V10-ის სხვა ყალიბის (M5) ძრავისგან გადააკეთეს. სიმძლავრე საკმარისია, 420 ცხენის ძალა, რომლებიც მიიღწევა 8300 ბრ/წთ-ში.მაბრუნებელი მომენტიც არ არის ცუდი -- 400ნმ , ისინი ბოლო ძალებით ეცდებიან მოუტანონ მძღოლს სიამოვნება და გაავსონ ადრენალინით.

420 -ცხენის ძალიანი ძრავი იწონის მხოლოდ 201 კილოგრამს. იგი წინა M3-ს ”ექვსიანზე” მსუბუქიც კი აღმოჩნდა.


BMW M3-ს მართვა შეიძლება როგორც 6-სიჩქარიანი ”მექანიკით” , ასვე ორმაგი მოჭიდების ”ავტომატითაც”, რომელიც ოფციების ჩამონათვალში მოგვიანებით გამოჩნდება.
 
 
სოლიდური ინტერიერი M3 -მა გადააკოპირა «ჩვეულებრივი» კუპესგან.


გადაცემათა კოლოფთან სწორად მოპყრობისა და ავტომობილთან გაერთიანების შემთხვევაში M3 შეიძლება ”ასამდე” აიყვანო 4.8 წამში. ეს 0,4 წამით ნაკლებია ვიდრე წინა თაობის მაჩვენებელი. ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 250 კილომეტრს საათში. M3-ს, რათქმაუნდა მეტი შეუძლია, მაგრამ ელექტრონული შემძღუდველი არ მისცემს მანქანას უფრო სწრაფად მოძრაობის საშუალებას. ვფიქრობ ტუნინგური კომპანიები დიდხანს ცდას არ დაიწყებენ და BMW M3-სგან მთლიან სიჩქარეს გამოწურავენ.
 

თუმცა BMW-ს ფანატებისთვის ეს ყველაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის. ისინი უკვე მჭიდრო კოლონებით მიემართებიან BMW-ს უახლოეს სადილეროებისკენ. მაგრამ ჯერ ადრეა. ავტომობილის პრემიერა დაგეგმილია მხოლოდ შემოდგომაზე, როცა შედგება ფრანკფურტის ავტოჩვენება. კომპანიის გეგმებით, პირველი ამერიკელებს გაუმართლებთ.   G.T

No comments: