G.T
Monday, April 12, 2010
NEW BMW M5 2010
როგორც იქნა ხელში ჩაგვივარდა შპიონერული ფოტოები ახალი BMW M5-ის, რომელმაც როგორც ვარაუდობენ საკმაოდ დიდი კონკურენცია უნდა გაუწიოს Mercedes-Benz E63 AMG. მთავარი სიახლეა რომ M5 პირველად გამოვა ტურბირებული ძრავით.
ძველი V10 ძრავის ადგილას ახალ M5-ში V8 4.4 ლიტრიანი ბიტურბირებული ძრავი გვხვდება, რომელსაც ახალ X5-სა და X6-ში ვხვდებით, თუმცაღა M5-ის ძრავისგან კიდევ დამატებით 20 ცხენის ძალა გამოწურეს და საბოლოოდ 570 ცხ/ძ მიიღეს. ძრავს ერწყმის 6 საფეხურიანი ორმაგი მოჭიდების სიჩქარეთა გადართვის კოლოფი, თუმცაღა მყიდველს მოთხოვნის შემთხვევაში სიჩქარეთა გადართვის წინა მოდელის კოლოფსად დაუმონტაჟებენ. რა თქმა უნდა შემქმნელებმა ავტომობილის ეკოლოგიურობაზეც იზრუნეს, როგორც ახალი M3, ისე ახალი M5 აღჭურვილ იქნება start/stop-ის სისტემით რომელიც საშუალებას იძლება CO2-ის გამოყოფა შემცირდეს 25 გრამით კილომეტრზე. იუხედავად M5-ის ეკოლოგიურობისა, არ გეგონოთ რომ იგი მის მფლობელს ადრენალინის გამოყოფაში არ დაეხმარება. 100 კმ/სთ-მდე იგი ჩქარდება 4.5 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-მდეა ელექტრონულად შეზღუდული. რაც შეეხება გარეგან ცვლილებას, შესამჩნევია ახალი წინა ჰაერშემკრებები და 4 მაყუჩი, აგრეთვე უფრო დაბალი "პასადკა". ავტომობილის ოფიციალური პრემიერა პარიჟის ავტო სალონში, ოქტომბერშია დაგეგმილი. G.T
BMW ALPINA B3/S BITURBO
BMW Alpina B3 S Biturbo შესაძლებელია როგორც სედანის, ისე კუპუს, კაბრიოლეტისა და უნივერსალის სახითაც კი. აქედან კაბრიოლეტი აღიჭურვება როგორც უკანა, ისე სრული ამძრავითაც სურვილის შემთხვევაში. ყველა ვერსიას 3 ლიტრიანი, 395 ცხენის ძალიანი ძრავი ექნება, რომელიც ამავდროულად 540 ნანომეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრის მოსამატებლად, ტიუნერებმა ავტომობილის გაგრილების სისტემა გააძლიერეს, აგრეთვე ჰაერშემკრებებზეც წაიმუშავეს, აგრეთვე ახალი გამოსაბოლქვი სისტემაც დააყენეს. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ავტომობილმა შეძლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.7 წამში, ხოლო მაქსიმალური 300 კმ/სთ-ით განისაზღვრება, რომელიც ელექტრულად არის შეზღუდული. ავტომობილს 100 კილომეტრზე - 10 ლიტრი ბენზინი სჭირდება, საკმაოდ ეკონომიურია, არა???
B3 S Biturbo-ს ყველა ვარიანტი მიიღებს სპორტულ დაკიდებას, 19 დუიმიან მსუბუქი შენადნობის დისკებს, Michelin-ის საბურავებით: 245/40 ZR18 (წინ) და 265/40 ZR18 (უკან), აგრეთვე სპოილერს, სპორტულ საჭეს, მაღალი ხარისხის ტყავის სალონს და ექსკლუზიურ სამართავ დაფას "Alpina". სამწუხაროდ ჯერ არ იუწყებიან როდის გამოვა ბაზარზე ავტომობილი და რა ეღირება. მანამდე კი შეგვიძლია მხოლოდ სურათებით დავტკბეთ :). G.T
Subscribe to:
Posts (Atom)